Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ამ ფეხბურთელებისა და ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის პატივია"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სომხეთის ნაკრებთან, უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი პლეი-ოფის საწყის მატჩში, საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს, რომელიც ერევანში გამართული პრესკონფერენციის დროს მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობს.

"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ალბათ, ეს მართლაც ოცნების ახდენაა. ძალიან ძნელი იქნება, რომ ისეთი კაპიტნის პოზიცია დაიკავო, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

სომხეთის ნაკრებისგან ველით, რომ მატჩის დაწყებიდანვე, ძალიან გუნდურად შეეცდებიან თავის დაცვას. ისინი საშინაო კედლებში თამაშობენ და სიურპრიზებიც შეიძლება შემოგვთავაზონ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრები სომხეთთან საწყის მატჩს 20 მარტს, ერევანში, ვაზგენ სარგისიანის სახელობის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები