გურამ კაშია: "ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების გაწვრთნაა"
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა და ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენმა, გურამ კაშიამ სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.
"25 წელი პროფესიონალურად ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ფეხბურთის სრულიად სხვანაირ მხარეს ვეცნობი. დროც იდეალურად შევარჩიე, რადგან სლოვანში ახლა რაღაც სრულიად ახალი შენდება. ფეხბურთის თამაშისგან პენსიაზე გასვლას არ ვნანობ. არანაირი წნეხი არ მაქვს და მაქვს ის თავისუფლება, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მქონია.
ახლა დიდ დროს ვატარებ ოჯახთან. ზედმეტი კილოგრამები არ მემუქრება, რადგან ყოველ დილით დავრბივარ და ჯანსაღი ცხოვრების წესი მიყვარს. კიდევ რამდენიმე თვე დავისვენებ. მჯერა, რომ მალე მწვრთნელის რანგში შანსს მივიღებ.
მჯერა, რომ ერთ დღეს მწვრთნელის რანგშიც დავბრუნდები "ტეჰელნე პოლეზე". სლოვანის გარდა, დიდი სიამოვნებით გავუძღვებოდი ჩემს მშობლიურ კლუბ დინამო თბილისს და არნემის ვიტესსაც, სადაც ვთამაშობდი. ყველაზე დიდი ოცნება კი საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნაა", - ამბობს გურამ კაშია.
გურამ კაშია ბრატისლავის სლოვანში რჩება და გუნდში სამწვრთნელო სტაჟირებას გადის.