Belive

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველი და "კრაკოვიას" ვიცე-კაპიტანი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღნიშნულ გუნდში 28 წლის ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი მოთამაშეა. მან გასულ სათამაშო კვირაში "ლოძთან" გამართულ მატჩში (2:2) გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით კიდევ ერთხელ გაიყვანა და ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა. მატჩში 7.7 კოეფიციენტით, თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

ოთარ კაკაბაძისთვის ეს ამ სეზონში გატანილი პირველი გოლია. გარდა ამისა, 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. მთლიანობაში მას ექსტრაკლასაში 18, ხოლო პოლონეთის თასზე 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

"კრაკოვიას" 29 ქულით მე-12 პოზიცია უკავია და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი გათამაშების ლიდერ "იაგელონიასთან" 14 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები