ორი სათამაშო კვირის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის საუკეთესო ხუთეულშია
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე 2024/25 წლების სეზონს ბრწყინვალედ იწყებს. ის ინგლისის ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა: ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა. მისმა გუნდმა, "უოტფორდმა" ორივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის იმყოფება.
კარგი თამაშის ფონზე, გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალური სტატისტიკაც გაუმჯობესდა და მთლიანად ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის იმყოფება.
კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ Whoscored-ის საშუალო შეფასებით, გიორგი ჩაკვეტაძეს ორი სათამაშო კვირის შემდეგ 8.09 ქულა აქვს მოგროვებული და საუკეთესო ხუთეულში იმყოფება.
შემდეგ მატჩს ქართველის გუნდი "დერბისთან", 24 აგვისტოს გამართავს.
🌟 According to @WhoScored's ratings, these rank as the best five performing players in the Championship so far this season:
— The Championship Chat Podcast (@Champchatpod24) August 20, 2024
1️⃣: Vitinho - 8.36
2️⃣: Jack Clarke - 8.31
3️⃣: Edo Kayembe - 8.25
4️⃣: Dennis Cirkin - 8.23
5️⃣: Giorgi Chakvetadze - 8.09#TwitterClarets #SAFC #WatfordFC pic.twitter.com/dFntUsOVjK