"ლოჩოშვილი მოედანზე შთამბეჭდავი ფიგურაა" - Bild ქართველი მცველის შესახებ საუბრობს
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული გერმანული მედია საშუალება Bild საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის ნიურბერგში ტრანსფერის შემდეგ საწყის შთაბეჭდილებებზე წერს.
"ნიურბერგის ახალწვეულებმა, ლუკა ლოჩოშვილმა და მიქაელ ბირონმა სამშაბათს ახალი გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშში მონაწილეობა სადებიუტოდ მიიღეს.
სრული დატვირთვით ვარჯიში ნაადრევია და გუნდს რისკზე წასვლა არ სურს, ამიტომ სრულფასოვნად, მაგრამ შედარებით მცირე დროის განმავლობაში ითამაშეს.
1.92 სმ სიმაღლის გიგანტი ქართველი მცველი, მოედანზე შთამბეჭდავი ფიგურაა.
ორივე ახალი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ნიურბერგის სათამაშო სტილსა და ფილოსოფიასთან სწრაფად ადაპტირება იქნება", - წერს Bild.
ლუკა ლოჩოშვილის ახალი გუნდი, ნიურბგერი, ბავარიის რეგიონში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია და 1920-იან წლებში გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, გუნდს ასევე ოთხჯერ ქვეყნის თასი აქვს მოგებული. ახლა გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს და მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, მიროსლავ კლოზე ჰყავს.
ლუკა ლოჩოშვილმა გასული 3 სეზონი იტალიაში გაატარა, სადაც კრემონეზეს და სალერნიტანას შემადგენლობაში ითამაშა. კარიერის განმავლობაში ლუკა ლოჩოშვილს დინამო თბილისის, სლოვაკური ჟილინას, უკრაინული კიევის დინამოსა და ავსტრიული ვოლფსბერგერის შემადგენლობაში უთამაშია.