ორი გამარჯვება და 3 გოლი: გიორგი გულიაშვილი ჩემპიონატს ლიდერობით იწყებს
ახალგაზრდა ქართველი თავდამასხმელი, გიორგი გულიაშვილი, 2024/25 წლების სეზონს შესანიშნავად იწყებს.
22 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჯერ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი ბონიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატი ბრწყიბვალედ დაიწყო.
"სარაევოს" ქართველმა ცენტრ-ფორვარდმა ჯერ "სლობოდასთან" მოგებულ (3:1) საშინაო მატჩში გაიტანა, ახლა კი "სლოგა დობოისთან" სტუმრად (3:1) დუბლის შესრულება მოახერხა. ორივე მატჩში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, საწყის ტურში სრულად ითამაშა, მეორეში კი მოედანზე 89 წუთი გაატარა.
საწყის ორ ტურში "სარაევო" ორი გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. შემდეგ მატჩს ქართველი ფებხურთელის გუნდი "გაბელასთან" 19 აგვისტოს, საშინაო კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.