Belive

ოფიციალურად - ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა თელ-ავივის გრანდ სლემისისთვის

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 18-20 თებერვალს, ძიუდოს გრანდ სლემი შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 სპორტსმენი იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ 2021 წლის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის პირველ შეჯიბრზე, დოჰას მასტერსზე გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრან სლემს გამოტოვებენ. ასევე არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, თუმცა უფროსებში სადებიუტო ჭიდაობები ექნებათ ვლადიმერ ახალკაცს, გიორგი ბაზანდარაშვილსა და ილია სულამანიძეს.

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას

-60 კგ: ამირან პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ბაჩო (ნუგზარ) ტატალაშვილი -81 კგ: ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური -100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.  

სხვა სტატიები