Belive

ისტორიაში პირველად - 2 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართული ტრიუმფით დასრულდა.

25 წლის ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური დაამარცხა.

განვლილი 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს მედალი (ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე); 1 ვერცხლის მედალი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს მედალია (გიორგი სარდალაშვილი).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უძლიერეს ფორმაში შეხვდა, რაც ლაშა გუჯეჯიანის ძალიან დიდი დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხმა ქართველმა კიდევ უნდა იასპარეზოს, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ქართველებისთვის უკვე ისტორიული აღმოჩნდა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი არასდროს მოგვიპოვებია, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ეს შედეგი ზედიზედ ორ დღეში (10 და 11 მაისს) შევძელით.

10 მაისს მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, 11 მაისს კი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

სხვა სტატიები