ოლიმპიადა | რობერტ კობლიაშვილის მეტოქე და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ხვალ პარიზის ოლიმპიადაზე -97-კილოგრამ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს.
მერვედფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, აბუბაქარ ხასლახანაუი იქნება, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი.
გამარჯვების შემთხვევაში, კობლიაშვილი 1/4-ფინალში მუჰამედ გაბრს (ეგვიპტე) ან მიხელ ქაჯაიას (სერბეთი) დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები ხვალ 13:00 საათიდან დაიწყება.
რობერტ კობლიაშვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის მესამეადგილოსანია.