ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია!
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უახლოესი პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა: ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, "სენტ-ეტიენთან" კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევმა საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთან, რომელსაც ტიტულების რაოდენობით "პსჟ-მ" მხოლოდ 2023 წელს გადაასწრო, კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ხელშეკრულებაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიც გათვალისწინებულია.
"ამ ისტორიული გუნდის მაისურის მორგება ძალიან სასიამოვნოა. ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი ახალ გუნდში, გულშემატკივრის წინაშე ჩემს დებიუტს. ლიგა 1 რთული ჩემპიონატია და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
ზურიკო დავითაშვილი ჩვენს ტექნიკურ არსენალს საგრძნობლად გააძლიერებს. გარდა ამისა, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას უკვე აქვს საერთაშორისო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის ფეხბურთელი მრავალმხრივი უნარებით, რომელსაც შეუძლია კარგი პასის გაკეთება, ბურთის შენარჩუნება და გამწვავება", - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოლივიე და ლოლიო.
✍️ Zuriko Davitashvili est Vert ! 💚
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) July 11, 2024
L’attaquant international géorgien 🇬🇪 rejoint le Forez jusqu'en 2028 avec une option d'une saison supplémentaire ! 👇
ქართველი ფეხბურთელი "ბორდოს" დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
მოგესალმებით. მოვიდა დრო დავემშვიდობო ბორდოს. ეს იყო ლამაზი 2 წელი დიდებულ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შევასრულეთ ის მიზანი, რაც დავისახეთ და გულშემატკივრებს გაახარებდათ, თუმცა თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მივდივარ, თუმცა ამ ადგილიდან ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს.
მადლობა და წარმატებები. - ზურიკო დავითაშვილი