ზურიკო დავითაშვილის შეფასება მონაკოს წინააღმდეგ
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდა და მინამინოს გოლით 1:0 დამარცხდა.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, ერთ მომენტში საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
sofascore-ს მიხედვით ზურიკო დავითაშვილს თავის გუნდში ყველაზე ცუდი შეფასება ჰქონდა - 6.3.
Flashscore-მ ზურიკოს თამაში 6.4-ით შეაფასა, ხოლო Whoscored-ის შეფასება 6.3 იყო.
საქართველოს ნაკრების შემტევს თავის გამოჩენის საშუალება შემდეგ ტურში, საშინაო კედლებში "ლე ავრის" წინააღმდეგ ექნება - მატჩი 24 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება.