Belive

ოფიციალურად | როგორც მოსალოდნელი იყო - ტედი რინერი თბილისში არ ჩამოვა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თბილისის პრესტიჟული ტურნირი 22 მარტს აიღებს სტარტს და 24 მარტს დასრულდება. 2024 წლის თბილისის გრანდ სლემს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე 5 კონტინენტისა და 82 ქვეყნის, 552 სპორტსმენია რეგისტრირებული, საიდანაც 305 მამაკაცი, ხოლო 247 ქალია.

როგორც ცნობილი იყო, თბილისის გრანდ სლემზე რეგისტრირებული იყო ტედი რინერი, რომელსაც მთელი საქართველო მორიგ ჯერზე, კვლავ ელოდებოდა გრანდ სლემზე, თუმცა საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ იმედები გაგვიქარწყლა და დაადასტურა, რომ ლეგენდარული ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ფრანგემა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს იმ ფალავნების სია, რომლებიც თბილისის გრანდ სლემზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი საქართველოში ერთხელ არის ნამყოფი, მან საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე 2023 წელს გორში იჭიდავა, სადაც გურამ თუშიშვილთან დამარცხდა.

სხვა სტატიები