Belive

ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს ნაკრების სახელით აღარ იჭიდავებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
31 წლის ქართველი ძიუდოისტი - ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი, საქართველოს ნაკრების სახელით აღარ იასპარეზებს. მან არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა მიიღო და უკვე ანტალიის გრანდ სლემზე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ნუგზარ ტატალაშვილი მთელი კარიერის განმავლობაში -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით კი -81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ნუგზარ ტატალაშვილი გორში დაიბადა და 2021 წლის ჩათვლით საქართველოს ნაკრების სახელით ჭიდაობდა, მას არაერთხელ გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი.

ნუგზარ ტატალაშვილის მონაპოვარი საქართველოს ნაკრებში

ოქროს მედალი - თბილისის გრან პრი (2014; 2016); ულაანბატარის გრან პრი (2014). ვერცხლის მედალი - ევროპის ჩემპიონატი (2013); რაბატის მასტერსი (2015);  ევროპული თამაშები (2015); დიუსელდორფის გრან პრი (2015). ბრინჯაოს მედალი - თბილისის გრან პრი (2015; 2018); ჰავანას გრან პრი (2014); ალმატირ გრან პრი (2016); ტოკიოს გრანდ სლემი (2015); პარიზის გრანდ სლემი (2018); თელ ავივის გრანდ სლემი (2021); ყაზანის გრანდ სლემი (2021), ევროპის ჩემპიონატი (2016).  

სხვა სტატიები