Belive

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - ქართველი ძიუდოისტები საერთო წვრთნას უნგრეთში გადიან

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ასობით ძიუდოისტი ამჟამად უნგრეთში, ყოველწლიურ "Tata EJU OTC"-ს შეკრებაზე იმყოფება , რომელიც 8-13 აპრილს ტარდება.

ტატას ოლიმპიური ცენტრი მასპინძლობს უნგრეთის ნაკრებსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. 50 ქვეყანა საერთო სამწვრთნელო ბანაკს შეუერთდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო წვრთნას ემსახურება.

შეკრებაზე ასევე იმყოფებიან ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც უნგრეთში 7 აპრილს ჩაფრინდნენ.

გთავაზობთ ფოტოებს უშუალოდ შეკრებიდან

ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ჯაბნიაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი, ტატო მოსახლიშვილი (ესპანეთი) და კრისტიან ტოტი

ევროპის ჩემპიონატი 25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

სხვა სტატიები