Belive

ნორვეგიელი ერედივიზიონის გამოცდილებით - ტორპედომ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ლეგიონერის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ამჯერად, საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა.

ბიორნ იონსენი 32 წლის თავდამსხმელია, რომელსაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს.

კარიერის განმავლობაში ის ისეთი გუნდების შემადგენლობაში ირიცხებოდა, როგორებიც ნიდერლანდური "აზ ალკმაარი", "დენ ჰააგი" და "კამბური", შოტლანდიური "ჰართსი", სამხრეთ კორეული "ულსან ჰიუნდაი", და "სეული", ნორვეგიული "რუსენბორგი", ამერიკული "მონრეალია" და სხვაა.

ბიორნ იონსენმა, რომელმაც ქუთაისის "ტორპედოსთან" 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ზურგს სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს - მან16 მატჩში 5 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები