"ნიუკასლთან ერთად ლონდონშიც აქტიურობენ" - ბრიტანული მედია მამარდაშვილის ტრანსფერზე საუბრობს
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალება HITC-ი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის შესახებ საინტერესო სტატიას ქვეყნებს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ქართველი მეკარის დამატების სურვილი არაერთ ევროპულ, ელიტარულ საფეხბურთო გუნდს ჰქონდა, მათ შორის კი ყველაზე მეტად "ნიუკასლი" აქტიურობდა, ახლა კი მათ ლონდონელებიც შეუერთდნენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საქმეში "ჩელსიც" აქტიურად ჩაერთო.
"ვალენსიამ" პრემიერ ლიგას აქამდე ხუან მატას და დავიდ სილვას დონის ვარსკვლავები აჩუქა. ახლა მათ გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ და მისი დამატებით ყველაზე მეტად "ნიუკასლი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან. ქართველი მეკარის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი თანხის პუნქტი, რომელშიც 86 მილიონი ევროა მითითებული. სავარაუდოდ, მისი ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე ნაკლებად იქნება ხელმისაწვდომი. HITC-ის ინფორმაციით, "ჩელსის" გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო დეტალები შესწავლილი აქვს.
ამავე დროს, "ვალენსიამ" ცოტა ხნის წინ, სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა, ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი იქნება", - წერს HITC-ი.
"ნიუკასლი" 2023/24 წლების პრემიერ ლიგაში ევროპული ტურნირის მიღმა დარჩა, რაც შეეხებათ "არისტოკრატებს", მათ უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვეს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 36 მატჩში 39 გოლი გაუშვა, 21 შეხვედრის გარდა ყველაში კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.