Belive

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ახალი სეზონიდან სხვა წონაში იჭიდავებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

წარმოშობით ქართველმა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე 2 გზის მსოფლიო ჩემპიონმა - ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, -90 კგ წონითი კატეგორიიდან -100 კგ წონით კატეგორიაში გადაინაცვლა. რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე, ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "თამაშში დაბრუნება, "მძიმე" ამბები იწყება", რის შემდეგაც კომენტარებში ბელგიელმა ძიუდოისტმა - სამი ჩოუჩიმ უპასუხა: "-100 კგ"?! - სემი ჩოუჩის კი პასუხი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუკაშ კრპალეკმა მოწონების თითი დაუწერა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Nikoshera (@nikoshera)

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილის გზა იდენტურად ვარლამ ლიპარტელიანმაც გაიარა, ვარლამი -90 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა, კარიერის ბოლოს კი -100 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა. ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

სხვა სტატიები