Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის 1/4-ფინალში გავიდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 433-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვერონის ჩელენჯერის მერვედფინალურ შეხვედრაში იტალიელი მეტოქე, ჯაკოპო ბერეტინი 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა.

1/8-ფინალური მატჩი 1 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში 2, მეორეში კი 3 ბრეიქ-პოინტი შეასრულა, თავად კი საკუთარი მოწოდება თითო-თითოჯერ დათმო.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე იესპერ დე იონგი (112) იქნება, რომელმაც 1/8-ფინალში რეის და სილვას მოუგო.

ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასვლამდე ორ შეხვედრაში იმარჯვა, 32 წლის ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიელი და ბრაზილიელი მეტოქეების დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები