Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში დაწინაურდა და 100 საუკეთესო ჩოგბურთელში შესვლასთან ძალიან ახლოსაა. 33 წლის ქართველმა ჩინეთში გამართულ ჩენდუს 1/4-ფინალში გასვლით, 59 ქულა დააგროვა და 114-ე ადგილიდან 104 ადგილამდე დაწინაურდა. ბასილაშვილს ამ დროისთვის 617 ქულა უგროვდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ჩენდუს ტურნირზე 4 მატჩი მოიგო. ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე რეი საკამოტო და ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ხოლო ძირითად ბადეში ბილი ჰარისი და მაკენზი მაკდონალდი. საბოლოოდ ბასილაშვილი 1/4-ფინალში მსოფლიოს მე-9 ნომერთან, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის ჩინეთის ჩელენჯერს თამაშობს, სადაც უკვე მოახერხა და 1/16-ფინალში აუგუსტ ჰოლმგრენი 2-სეტში დაამარცხა (6:2, 6:3). მომდევნო შეხვედრას ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ გამართავს, დაპირისპირება ხვალ, 25 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ჩინეთის ჩელენჯერი 100-ქულიანია და ტურნირის საპრიზო ფონდი 160 000 დოლარია.

სხვა სტატიები