Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ლაივ რეიტინგში 18 საფეხურით დაწინაურდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის უიმბლდონი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო, ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მატჩი მოიგო, რომ ძირითად ბადეში გასულიყო, შემდეგ კი მსოფლიოს მე-7 ნომერი, ლორენცო მუზეტი 4 სეტიან ბრძოლაში (6:2, 4:6, 7:5, 6:1) დაამარცხა და 1/32-ფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ლაივ რეიტინგში 18 საფეხურით დაწინაურდა, ქართველმა ქულები მიიღო როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, ასევე 1/64-ფინალის გადალახვისთვის. კარგი სვლის გამო ნიკოლოზს რეიტინგში +78 ქულა დაეწერა და 126-ე პოზიციიდან 108-ზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე კვლავ იტალიელ ჩოგბურთელს, ამჯერად ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, შეხვედრა 3 ივლისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული

სხვა სტატიები