Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი Indian Wells Open-ის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი Indian Wells Open-ის 1000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზეა და ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე კოლუმბიელი, ნიკოლას მეხიაა (188). მისი ბაიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩში ბილი ჰარისსა და კრისტოფერ ოკონელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე გასულ წელსაც ასპარეზობდა - საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ბასილაშვილი პირველ წრეში მარკოს ხირონს დაუპირისპირდა და 5:7, 6:7 (3:7) დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 464 ქულით მსოფლიო რეიტინგის 133-ე პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები