Belive

ნიკოლო სკირა: "ნაპოლი კვარაცხელიასთან კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებას გეგმავს"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიახლეს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მან და "ნაპოლიმ" შესაძლოა კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივონ.

"არსებობს თუ არა ნეაპოლელებისთვის კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის საფრთხე? აშკარაა, რომ კონტრაქტის ხანგრძლივად განახლებას ვიხილავთ. ქართველი, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ამას განიცდიდეს. ძნელია, როცა ერთ-ერთი ლიდერი ხარ და თითქმის ყველა თანაგუნდელი შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს.

"ნაპოლი" კონტრაქტის პირობების განახლებასა და ადაპტირებას აპირებენ. ისინი კვარაცხელიას ყოველწლიური ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რასაც კიდევ 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. მხარეები თანამშრომლობას 2029 წლამდე გაახანგრძლივებენ და ხელშეკრულებაში შეწყვეტის პუნქტის ჩადებაც შესაძლებელია. "ნაპოლის" ფეხბურთელის გაშვება მხოლოდ ძალიან დიდი სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ სურს", - თქვა ნიკოლო სკირამ.

"ნაპოლის" 23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 11 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები