Belive

ნიკა კვეკვესკირი ლეხის ასიანთა კლუბის წევრი გახდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი პოზნანის "ლეხის" ისტორიაში 49-ე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის მაისურით სულ მცირე 100 მატჩის ჩატარება მოახერხა.

ამ საიუბილეო ფაქტის აღმნიშვნელი სიმბოლური პრიზი 31 წლის ქართველ ფეხბურთელს კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ გადასცა.

ქართველი ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ბოლოდროინდელი მატჩების გამოტოვება მოუწია. რაც შეეხება მის გუნდს, პოლონეთის ექს-ჩემპიონი ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშებაში 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ, დაგროვებული 11 ქულით, მეექვსე პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი, 23 სექტემბერს, "სტალ მიელეცის" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ითამაშებს.

სხვა სტატიები