Belive

ნიდერლანდური მედია: "ნაკრებში პოკერი მას მწვრთნელის ნდობის დაბრუნებაში დაეხმარება"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წლის მეორე ამხანაგურ მატჩში ტაილანდის ეროვნული გუნდი - 8:0 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წლის მეორე ამხანაგურ მატჩში ტაილანდის ეროვნული გუნდი - 8:0 დაამარცხა.

შეხვედრაში 4 გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძემ შეძლო, რომელიც ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ეროვნულ გუნდში პოკერის შესრულება მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ნიდერლანდურ მედიაში ქართველ ფეხბურთელზე საუბარი აქტიურად დაიწყო, სადაც გულშემატკივრებთან ერთად ჟურნალისტები 22 წლის თავდამსხმელს აქებენ და მწვრთნელის მხრიდან მისი სათამაშო პრაქტიკის შემცირების გადაწყვეტილებას ვერ იგებენ.

"აიაქსში" ერედივიზიონში გიორგი მიქაუტაძემ ნათამაშები დროით საერთო ჯამში, ორი მატჩსაც კი ვერ მიაღწია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ტაილანდთან გამართულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა, მისმა გუნდმა კი - 8:0 იმარჯვა. ამით ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

მიქაუტაძე "აიაქსში" ამ ზაფხულს "მეციდან" 16 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ამსტერდამში შთაბეჭდილება ჯერ არ მოუხდენია. მორის სტეინმა ქართველი სიტარდის "ფორტუნას" წინააღმდეგ ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ათამაშა, მაგრამ შემდეგ "ტვენტესა" და "აზ ალკმაართან" სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, "ფეიენოორდთან" კი საერთოდ არ უთამაშია. ამ მხრივ, ხუთშაბათის საღამოს გამოსვლამ მიქაუტაძეს კვლავ გარკვეული ნდობა უნდა შესძინოს. ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში მან სულ რაღაც 15 წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა. - წერს ნიდერლანდური მედია საშუალება ad.nl-ი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


"ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ოჯახი მხარს მიჭერს და ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო. ძალიან სასიამოვნოა ეროვნული ნაკრების ისტორიის წიგნში შესვლა. ვარჯიშის დროს მაქსიმუმს ვაკეთებ. ჯერ ჩემს პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა არ მაქვს, თუმცა დღეს შანსი მივიღე და გამოვიყენე", - თქვა გიორგი მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 15 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები