Belive

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლაივ რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. FIFA თავის ოფიციალურ საიტზე რეიტინგს 19 სექტემბერს განაახლებს.

საქართველოს ნაკრები 70-ე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩეხეთთან და ალბანეთთან მოგების შემდეგ, ჩვენ ნაკრებს 16.81 ქულა დაემატა და 1378.22 დაუგროვდა, ამ შედეგით ალბანეთი ჩამოვიტოვეთ, რომელსაც 1377.91 ქულა აქვს, ასევე განა და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

ლაივ რეიტინგი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლის ბოლომდე რეიტინგში წინსვლა კიდევ შეუძლია, ეს მომდევნო 4 თამაშზე იქნება დამოკიდებული:

11 ოქტომბერი | უკრაინა - საქართველო

14 ოქტომბერი | საქართველო - ალბანეთი

16 ნოემბერი | საქართველო - უკრაინა

19 ნოემბერი | ჩეხეთი - საქართველო

საქართველოს ისტორიაში რეიტინგის საუკეთესო მაჩვენებელი 1998 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ყველაზე ცუდი შედეგი კი 1996 წლის მარტში და აპრილში.

სხვა სტატიები