ნეიმარი გასახდელში თანაგუნდელებს დაუპირისპირდა
ნეიმარი შაპეკოენსესთან მატჩის შემდეგ სანტოსის თანაგუნდელებს დაუპირისპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შაპეკოენსესთან ფრის შემდეგ ბრაზილიელმა, თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა, რამაც კლუბში უკმაყოფილება გამოიწვია.
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს სანტოსი და შაპეკოენსე შეხვდნენ (2:2), ნეიმარს თანაგუნდელებთან მძიმე საუბარი ჰქონდა.
გამოცემა Globo-ს ცნობით, შესვენებაზე და ფინალური სასტვენის შემდეგ, გამოცდილი ფეხბურთელი კონფლიქტში ორ ახალგაზრდა თანაგუნდელთან, გაბრიელ ბონტემპოსთან და ჟოაო ანანიასთან შევიდა.
წყაროს ინფორმაციით, ნეიმარმა 21 წლის ბონტემპოს უთხრა, რომ ის შაპეკოენსესთან ერთად სერია B-ში ითამაშებდა, ხოლო 19 წლის ანანიასი საკუთარ კარში გატანილი გოლის შემდეგ, ტექნიკური მომზადების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.
როგორც ირკვევა, ამ ქცევამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა სანტოსის სამწვრთნელო შტაბში, ფეხბურთელებსა და კლუბის სხვა თანამშრომლებში. თავად ფეხბურთელებმა კი დაარწმუნეს საზოგადოება, რომ გასახდელში შეურაცხყოფის გარეშე, ჩვეულებრივი ემოციური საუბარი შედგა.
მიუხედავად ამისა, Globo-ს ცნობით, დაძაბულობა ნეიმარსა და გუნდის ნაწილს შორის უკვე ხანგრძლივი პერიოდია გრძელდება. გამოცემა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილოა ვარსკვლავური თანაგუნდელის მუდმივი კრიტიკით ცუდი შედეგების შემდეგ, ხოლო რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშემ, რომლებიც ადრე ნეიმარს კუმირად მიიჩნევდნენ, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
შაპეკოენსესთან მატჩში ნეიმარმა დუბლი შეასრულა: გახსნა ანგარიში და მე-89 წუთზე პენალტი გაიტანა, რამაც სანტოსს ფრის შენარჩუნების საშუალება მისცა.