Belive

ნათია დანელია: "ოპტიმალურ ფორმაში ვართ და გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრები 2025 წლის უეფას ერთა ლიგის გათამაშების დასაწყებად ემზადება. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი წლის საწყის შეხვედრაში ანდორას შეხვდება.

მატჩისწინა ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ნათია დანელიამ მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვართ, ჩვენი მიზანი ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს შესაძლებლობა კარიერა საზღვარგარეთ გავაგრძელო. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომლისთვისაც მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, კარგ ფორმაში ყოფნით საქართველოს ნაკრებს დავეხმარები.

იმედი გვაქვს, გასულ მატჩებში სტადიონზე მოსული ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენთვის ქომაგი მე-12 მოთამაშეა და მათ ტრიბუნებზე ველით", - ამბობს ნათია დანელია.

საქართველოს ქალთა ნაკრები თებერვლის თვეში ორ მატჩს გამართავს: 21 რიცხვში, საშინაო კედლებში, ანდორას შეხვდება, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 25-ში კვიპროსს ესტუმრება.

სხვა სტატიები