Belive

ნაპოლიმ სალერნიტანადან პასკუალე მასოკი დაიმატა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლიმ" 28 წლის მარჯვენა მცველი, პასკუალე მასოკი დაიმატა. გასულ პერიოდში იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თავად ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელი ფეხბურთელი "ბენევენტოს" აღზრდილია და "ვერონას", "ბელარიას", "პიაჩენცას", "რიმინის", "პარმას", "პერუჯას", "ვენეციას" და "სალერნიტანას" შემადგენლობაში თამაშობდა. სწორედ სამხრეთული გუნდიდან გადაბარგდა მასოკი ნეაპოლში. როგორც ირკვევა, ტრანსფერის ღირებულებამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.

პასკუალე მასოკიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, რომელიც ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

სხვა სტატიები