Belive

ნაპოლიმ კომო დაამარცხა | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ არენაზე "კომო" 3:1 დაამარცხა. პირველი გოლი პირველივე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა, 43-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა გაბრიელ სტრეფეზამ, 53-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დავიდ ნერეშმა დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 79 წუთი გაატარა.

ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მა 6.6 შეფასება დაუწერა. კვარა ბურთს 30-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (71%), კარში ერთხელ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული ერთ შემთხვევაში იყო, 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-სგან ხვიჩა კვარაცხელიამ 6.4 შეფასება დაიმსახურა

"ნაპოლიმ" სერია A-ს ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო მატჩს ნეაპოლელები სანაკრებო შესვენების შემდეგ, "ემპოლის" წინააღმდეგ 20 ოქტომბერს ჩაატარებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები