Belive

მუსიალა, ოლისე, ბუდუ | ზივზივაძე ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ჰაიდენჰაიმის ქართველი შემტევი kicker-ის მიერ შედგენილ გასული კვირის საუკეთესო თერთმეტეულში შეტევის ხაზში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც ჯამალ მუსიალა, მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი) და პატრიკ შიკი (ლევერკუზენის ბაიერი) არიან.

32 წლის ქართველი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია, მას გოლი ბუნდესლიგის ზედიზედ 3 მატჩში აქვს გატანილი (სეზონში 4), გასულ ტურში კი სანქტ-პაულთან შეგდებული გამარჯვების ბურთით მან ჰაიდენჰაიმს გერმანიის ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუზარდა.

ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმი 31 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს და მე-16 (გადათამაშების ზონა) ადგილზე მყოფ სანკტ-პაულს 4 ქულით ჩამორჩება. შემდეგი შეხვედრა ბუდუ ზივზივაძის გუნდმა 2 მაისს, ალიანს არენაზე, მიუნხენის ბაიერნთან უნდა გამართოს.

სხვა სტატიები