მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI – ტატამზე სულამანიძეს და ლიპარტელიანს ვიხილავთ | პრევიუ
7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.
11 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი და მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე გამოვიდნენ. საბოლოოდ ქართული ფინალი შედგა, სადაც ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა.
განვლილი 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს მედალი (ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე); 1 ვერცხლის მედალი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს მედალია (გიორგი სარდალაშვილი).
12 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 100, ქალებიდან კი 78 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავენ.
ილია სულამანიძის საშეჯიბრო ბადე (100 კგ)
100 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი, 21 წლის - ილია სულამანიძე, A ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, მონღოლ - გონჩიგსურენ ბატხუიაგსა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - ჯაფარ კოსტოევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ხორვატ - ზლატკო კუმრიჩს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძე A ბადის მთავარი ფავორიტია, თუმცა მას ბადეში, უძლიერესი რუსი - არმან ადამიანი ჰყავს, რომელსაც IJF-ს ექსპერტები წონის ერთ-ერთ ლიდერად თვლიან.
ვარლამ ლიპარტელიანი საშეჯიბრო ბადე (100 კგ)
ილია სულამანიძის მსგავსად განთესილი იქნება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანიც.
ვარლამი C ბადეში ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მეტოქე ინდოელ - ავტარ სინგსა და რუმინელ - ეშლი გონსალესს შორის გამარჯვებული იქნება.
1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ვარლამ ლიპარტელიანის სავარაუდო მეტოქე ყაზახი - ნურლიხან შარხანი იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარლამ ლიპარტელს ბადეში 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩეხი - ლუკაშ კრპალეკი ჰყავს, რომელსაც 1/4-ფინალში ეკვეთება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.