Belive

მსოფლიო ჩემპიონი ტატამს უბრუნდება - ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზებს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტაშკენტის გრანდ სლემი 27 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება, მანამდე კი, 7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება.

უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტაშკენტის გრანდ სლემისთვის. ამ შემადგენლობას კი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი დაემატნენ.

უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, წითელი არშიით ტატამიზე მეორედ ვიხილავთ ეთერ ლიპარტელიანს. ეთომ პირველად წითელი არშიით 2025 წლის ბოლოს, ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტოკიოს გრანდ სლემი 2025 | ეთერ ლიპარტელიანი

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2025 წელს საოცრად იასპარეზა - მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, დათმო ევროპის ჩემპიონატის ფინალი, მოიგო თბილისის გრანდ სლემი და ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტაშკენტის გრანდ სლემი 27 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება.

სხვა სტატიები