Belive

"მოუთმენლად ველი რონალდუს წინააღმდეგ თამაშს" - გიორგი ჩაკვეტაძე

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველი ფეხბურთელის კარიერაზე გამახვილდა ყურადღება.

პირველი თამაში, რომელიც პირდაპირ ეთერში იხილე?

ისეთი პატარა ვიყავი, არ მგონია, რომ სწორად მახსოვდეს. ტელევიზორში რაც ვნახე იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" და "არსენალის" დაპირისპირება, როცა კრიშტიანუმ ძალიან, ძალიან შორი მანძილიდან გაიტანა საჯარიმო დარტყმა. ჩემი პირველი ლაივ თამაში ალბათ საქართველოში იქნებოდა, მაგრამ არ მახსოვს როდის იყო და ვინ თამაშობდა. -

პირველი საფეხბურთო გმირი?

კრიშტიანუ (რონალდუ). ძალიან მომწონს, რადგან ის ცხოველს ჰგავს, შრომისმოყვარეა და წარმატებული. ის კიდევ გაიტანს ბევრ გოლს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და პორტუგალია ერთ ჯგუფშია. ძალიან აღელვებული ვარ - მოუთმენლად ველი მის წინააღმდეგ თამაშს და თუ საშუალება მომეცემა, მას მაისურს ვთხოვ. -

პირველი საფეხბურთო ფეხსაცმელი?

ეს იყო Nike და თუ ზუსტად მახსოვს Mercurial. მე მიყვარს ეს ბრენდი და ძალიან მომეწონა ამ კონკრეტული ბუცებით თამაში, მაგრამ ახლა Adidas-ით ვთამაშობ. -

პირველი საფეხბურთო მაისური?

ეს იყო თბილისის "დინამოს" თეთრი მაისური, სადაც მე ვთამაშობდი. უკანა მხარეს სახელი არ მეწერა, მხოლოდ 10 ნომერი იყო. -

პირველი პროფესიონალური თამაში?

17 წლის ვიყავი, როდესაც პირველი პროფესიონალური თამაში ჩავატარე, სწორედ მაშინ, როდესაც "დინამოში" ვთამაშობდი. არ მახსოვს ვის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ მახსოვს რა თქმა უნდა, რომ კარგად ვითამაშე. -

რომელი იყო შენთის პირველი გოლი?

პირველი გოლი "დინამოში" თამაშის დროს გავიტანე. სიგიჟეა, მეტოქე გუნდი არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც შენ პირველ გოლს იტან, ეს საოცარი, დიდი გრძნობაა. -

პირველი წითელი ბარათი?

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბელგიაში ვიყავი. პირველი წითელი ბარათი "ანტვერპენთან" მივიღე, მაგრამ არ გამიმართლა. ფეხბურთელს შემთხვევით ჩავარტყი და VAR-ის გადაწყვეტილებით ეს წითელი ბარათი იყო. -

სხვა სტატიები