Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება სანდერლენდის წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-7 ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "სანდერლენდს" უმასპინძლა და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა ასპარეზობა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა.

ჩაკვემ Sofascore-ს მიხედვით მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.3 დაიმსახურა. გიოს 5 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და 3 წარმატებული გამოდგა, ბურთს 51-ჯერ შეეხო, 30 გადაცემიდან 27 ზუსტი იყო (90%), 13 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა გიორგი ჩაკვეტაძეს 7.1 შეფასება დაუწერა.

"უოტფორდს" 7 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს (4 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). გიორგი ჩაკვეტაძეს კი მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

მომდევნო შეხვედრას "უოტფორდი" 2 ოქტომბერს "პრესტონის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები