მორნარის მწვრთნელი: "ეს ჩვენი გუნდის, ქალაქისა და ხალხისთვის ისტორიული გამარჯვებაა"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისთან" გამარჯვების შემდეგ, "მორნარ ბარის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმო მედიგოვიჩმა კომენტარი გააკეთა.
"ეს ჩვენთვის ისტორიული მომენტია. როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრის, ქალაქისა და ხალხისთვის. ასეთ ისტორიულ გუნდთან გამარჯვება დაუვიწყარი და გამორჩეულია.
მართალია, "დინამო თბილისი" მატჩის სტარტზე 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა და ათკაციან მეტოქესთან თამაში ყოველთვის მარტივია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საწყის შეხვედრაში ჩვენც კაცნაკლულს თამაში მოგვიწია", - ამბობს მონტენეგროული გუნდის მთავარი მწვრთნელი.
"დინამო თბილისსა" და "მორნარ ბარს" შორის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი შემდეგ ეტაპზე (3:2) მონტენეგროული გუნდი გავიდა.