Belive

მორიგი უცხოელი მწვრთნელი ეროვნულ ლიგაში - სამგურალს უკრაინელი თავკაცი ეყოლება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთეადგილოსანმა, წყალტუბოს "სამგურალმა" ახალი მწვრთნელის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

იმერულ კლუბს ამიერიდან უკრაინელი სპეციალისტი, ოლექსანდრ პაკლონსკი გაწვრთნის. 48 წლის სპეციალისტს ასევე "სამგურალისთვის" ახალი ასისტენტი, ვასილ გიგიაძე ეყოლება, რომელთან ერთადაც ის "ტავრიასა" და "კრივბასში" თამაშობდა.

სამწვრთნელო კარიერაში პაკლონსკის უკრაინულ კლუბებში, "დნიპროში", "ნიკოპოლსა" და "ვპკ-აგროში" უმუშავია.

 

ის ეროვნულ ლიგაში მეორე უკრაინელი და მეექვსე უცხოელი მწვრთნელია - საქართველოს ჩემპიონატში მისი თანამემამულე "დინამო ბათუმის" თავკაცი ანდრეი დემჩენკოა. ელიგაში ასევე ორი ესპანელი "დინამო თბილისის" თავკაცი, ანდრეს კარასკო და ქობულეთის "შუქურას" ხელმძღვანელი კარლოს გონსალესი, ქუთაისის "ტორპედოს" შოტლანდიელი მესაჭე სტივ კინი და "სამტრედიას" ჩრდილოეთ მაკედონიელი მწვრთნელი, დიმიტარ კაპინკოვსკი მუშაობენ.

წყალტუბოს "სამგურალს" 28 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ მატჩს ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ, 8 ოქტომბერს გამართავს.

სხვა სტატიები