"მისი დამატება კარგი ეტაპის დასაწყისი იქნება" - ლესტერს გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ურჩევენ
6 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალება, foxesofleicester, რომელიც "ლესტერის" სიახლეებს აქტიურად აშუქებს, "მელიებს" საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ურჩევს.
"ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითების შემდეგ, "ლესტერს" შემადგენლობის გაძლიერება მოუწევს. ჯეიმი ვარდის შესახებ უკვე ცნობილია, უახლოეს პერიოდში კი გუნდს სხვა ფეხბურთელებიც შეიცვლიან. ამის ფონზე, აკადემიის ფეხბურთელებს შანსი მიეცემათ, მაგრამ გაძლიერება მაინც აუცილებელია. ეს საინტერესო პოტენციალს ქმნის გიორგი ჩაკვეტაძის გადმოსაბირებლად.
გიორგი ჩაკვეტაძის "ლესტერში" გადასვლა ამ წლის იანვარშიც აქტუალური თემა გახლდათ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა, ახლა კი ამის შანსი არსებობს. ჩაკვეტაძის დამატებით "ვულვზიც" ინტერესდება.
გადაწყვეტილი არ არის, დარჩება თუ არა გუნდში რუდ ვან ნისტელროი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "ლესტერმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ნაკრების წევრის დასამატებლად.
"უოტფორდის" ლიდერმა ჩემპიონშიფის ამ სეზონში 37-ჯერ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაშის უნარი გამოავლინა, ასევე სხვა საფეხბურთო მონაცემები, რაც ხშირად "ლესტერს" აკლია.
ჩაკვეტაძის დრიბლინგი და თამაშის ორგანიზების უნარები "ლესტერს" ძალიან გამოადგება. მისი დამატება გუნდისთვის კარგი ეტაპის დასაწყისი იქნება", - წერს foxesofleicester.
ინგლისის 2016 წლის ჩემპიონი პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა და ახალ სეზონში კვლავ დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ მომენტში ტრავმის მოშუშების და აღდგენის ეტაპზეა, "უოტფორდის" შემადგენლობაში მან ორ სეზონში 78 მატჩში 3 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.