Belive

მიქაუტაძის ახლო მეგობარი ლიონიდან მიდის: ბენრაჰმა კარიერის აზიაში გაგრძელებას აპირებს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უდიდესი ალბათობით, საიდ ბენრაჰმა გუნდს შეიცვლის და "ლიონიდან" კარიერას აზიაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას footmercato ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალჟირელმა შემტევმა ნახევარმცველმა ლიონის "ოლიმპიკიდან" კარიერის აზიაში, კერძოდ კი, საუდის არაბეთში გაგრძელება გადაწყვიტა. როგორც footmercato წერს, შეთანხმება უკვე მიღწეულია და 29 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგაში მყოფ "ნეომს" შეუერთდება, რომელიც გათამაშების ლიდერია და პრო ლიგაში ასასვლელად იბრძვის.

საიდ ბენრაჰმა გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია და მოედანზეც ისინი შეტევაში პარტნიორები არიან. მან 24 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ ამ სეზონში გატანილი 8 გოლიდან ორში ასისტენტობა გასწია, მიქაუტაძის მხრიდან კი ერთი საგოლე პასი მიიღო.

"ლიონი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ აქტიურია: მათ ბრაზილიელი ჯეფინიო "ბოტაფოგოში" გაყიდეს, ხოლო მისივე თანამემამულე ადრიელსონი "ანდერლეხტში" გაანათხოვრეს. ასევე, "ოლიმპიკმა" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი, არგენტინელი ტიაგო ალმადა დაიმატა.

სხვა სტატიები