Belive

"მიქაუტაძემ გაიღიმა - ახალი მწვრთნელი ნდობასა და მხიარულებას ნერგავს" - მედია აიაქსის სიახლეებზე საუბრობს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდური მედია საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, იონ ვან'თ შიპის მისვლის შემდეგ, მეტი ნდობა და შესაბამისად, სათამაშო დრო ექნება.

"გიორგი მიქაუტაძე და აჰმეტჯან კაპლანი "აიაქსის" ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში დიდ სათამაშო დროს არ იღებენ. პირველი ვარჯიშის ფოტოებში უკვე ჩანს თუ როგორ ცდილობს იონ ვან'თ შიპი, რომ გუნდში მხიარულება და ნდობა დანერგოს.

მან კაპლანს და მიქაუტაძეს ხელი გადახვია. დიდი ხნის განმავლობაში უთამაშებელმა ქართველმა და თურქმა ფეხბურთელებმა გაიღიმეს", - წერს soccernews.nl-ი.

გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 2023 წელს საქართველოს ნაკრებში 5 გოლის 7 გოლის გატანა მოახერხა, "აიაქსში" 2023/24 წლების სეზონის სტარტზე გადასვლის შემდეგ, მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო სათამაშო დრო და აქედან ერთადერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები