"მიქაუტაძე და შერკი" - იუვენტუსი ლიონიდან ორი ფეხბურთელის გადაყვანას აპირებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდი შეიცვალოს.
ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება. კონკრეტულად საუბარია იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი "ლიონიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდის ფინანსური პრობლემების გამო ტურინის "იუვენტუსში" გადავა.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური საკითხების ვერ მოგვარების შემთხვევაში, "ლიონს" ლიგა 1-დან დაქვეითება ემუქრება, დიდია შანსი, გუნდმა ზამთარში ისეთი ფეხბურთელების კონტრაქტები გაასხვისოს, რომლის ტრანსფერებსაც თანხის მობილიზება შეუძლია.
ამავე დროს, საკუთარი შემადგენლობის გაღრმავებით დაინტერესებულია იტალიის სერია A-ს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელსაც "ლიონიდან" ორი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძისა და რაიან შერკის გადაბირება სურს. სიაში საწყის პოზიციაზე სწორედ 24 წლის ქართველი თავდამსხმელია.
blastingnews წერს, რომ ტიაგო მოტას სათამაშო სისტემაში, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი როლი მიიღოს, ვინაიდან, აქ მრავალმხრივი და მობილური თავდამსხმელებისთვის ადგილი მრავლად მოიძებნება.
რაც შეეხება ტრანსფერის დეტალებს, საუბარია 2 მილიონი ევროს ოდენობის საიჯარო ხელშეკრულებაზე, სადაც 20 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხა იქნება გათვალისწინებული.
გიორგი მიქაუტაძეს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 20 მილიონ ევროდ ფასდება, "ლიონის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.