Belive

"მიქაუტაძე და დეპაი" - ლიონს ორ თავდამსხმელს უკავშირებენ

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ევროპის ელიტარული გუნდების ინტერესთა სფეროშია. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მისი დამატების სურვილი ყოფილ გუნდს, "ლიონს" აქვს.

ევროპულ მედიაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ "ოლიმპიკის" ინტერესი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება გახლავთ, რა მიზნითაც ორი ყოფილი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის დაბრუნებას განიხილავს. ახლო წარსულში, ყველაზე წარმატებული პერიოდისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის დროს, გუნდის ლიდერი სწორედ ნიდერლანდელი თავდამსხმელი გახლდათ, რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან საფეხბურთო კარიერა სწორედ "ლიონის" აკადემიაში დაიწყო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიონის აკადემიაში 2008-დან 2015 წლამდე აქვს ნათამაშები. რაც შეეხება 2023/24 წლების სეზონს, ქართველს "მეცში" დაბრუნების შემდეგ მშვენიერი პერიოდი გამოუვიდა. მართალია, "მეცი" "სენტ-ეტიენთან" პლეი-ოფის ორმატჩიან ფინალში წაგების შემდეგ ლიგა 2-ში დაქვეითდა, მაგრამ თავად ქართველმა ფეხბურთელმა 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა და ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ქართველ ფეხბურთელებს შორის, ევროპის ტოპ ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, გიორგი მიქაუტაძემ რეკორდი დაამყარა.

სხვა სტატიები