Belive

ბასაქშეჰირის მწვრთნელი: „იბერიას მხრიდან ასეთ კარგ თამაშს არ ველოდით“

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონგფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერია 1999-სთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ, „ბასაქშეჰირის“ მთავარმა მწვრთნელმა, შაგდაშ ატანმა, კომენტარი გააკეთა.

მშვენიერი მატჩი გამოვიდა. ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ „იბერია“ ჩვენთან შედარებით, გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო.

თამაში კარგად დავიწყეთ და როგორც გეგმაში გვქონდა, ბურთის ფლობა მალევე შევძელით. გარკვეულ მონაკვეთებში გრძელი პასების გაკეთებამ „იბერია 1999-ს“ მომენტები შეუქმნა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ „იბერია“ მარტივად დასამარცხებელი გუნდი არ არის და მათი მისამართით განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოვხატოთ.

როგორც გუნდმა არა, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე, რამდენიმე ფეხბურთელს უკეთ თამაში შეეძლო.

რა თქმა უნდა, ამ მატჩიდან ფრის ნაცვლად, გამარჯვების წაღება გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან სტამბულში საპასუხო შეხვედრაში სხვანაირი თამაში მოგვიწევდა, ახლა მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, თავდაცვითი პოზიციები გავაძლიეროთ და უფრო თავისუფლად თამაშის შესაძლებლობაც გვექნება.

მეტოქის მხრიდან ასეთ კარგ თამაშს არ ველოდით. „იბერიამ“ დაცვაში ორგანიზებულად და მედგრად ითამაშა და ასეთ თამაშს არ ველოდით. ეს არის ის გუნდი, რომელსაც წარმატებით თამაში შეუძლია. მათი გატანილი გოლების სტილიც ამას მეტყველებს. - ამბობს სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

საპასუხო მატჩი სტამბულში, 15 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები