მერიჰ დემირალი: "გუნდში დაძაბულობაზე არაფერი მსმენია, მშვენიერი ატმოსფეროა"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებთან შეხვეედრამდე თურქეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, მერიჰ დემირალი პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"გუნდში ძალიან კარგი მდგომარეობაა. ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაზე არაფერი მსმენია. მაქსიმალურად ვემზადებით და იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-დან ვიცნობ და ვიცი მისი ძალები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მის გარდაც ბევრი კარგი ფეხბურთელია", - ამბობს მერიჰ დემირალი.
საქართველოს ნაკრები თურქეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 4 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.