Belive

„მიხარია ამ გუნდის წევრობა“ - ლევან შენგელია ოფის ფეხბურთელი გახდება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლევან შენგელია საბერძნეთის ჩემპიონატში რჩება და კარიერას კრეტას „ოფიში“ აგრძელებს.

28 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ფლანგზე, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში წარმატებით თამაში შეუძლია, ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კრეტას „ოფის“ წევრი გავხდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს. კონკრეტულად, გუნდის ამოცანა მეხუთედან მერვე პოზიციებამდე ადგილის დაკავება და პლეი-ოფში მოხვედრა იქნება. მალე სამედიცინო შემოწმებას გავივლით და კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

მსურს, რომ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება შევძლო და ეს ტრანსფერში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახლავთ“, - ამბობს ლევან შენგელია.

რაც შეეხება კრეტას „ოფის“, 1980-იან წლებში გუნდს ოქროს ხანა ჰქონდა, როცა საბერძნეთის ჩემპიონატისა და თასის მოგება მოახერხა. წინა სეზონში „ოფიმ“ მე-10 პოზიცია დაიკავა, ახალ გათამაშებას კი ათენის „აკეთან“ 18 აგვისტოს გასამართი მატჩით დაიწყებენ.

სხვა სტატიები