Belive

მეტოქე დანებდა - ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეშია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა შესანიშნავად დაიწყო. ქართველ ჩოგბურთელ სებასტიან კორდას (45) დასამარცხებლად მხოლოდ 46 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა პირველი სეტი მარტივად, 6:1 მოიგო, მეორე სეტში კი ქართველი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა. საბოლოოდ, კორდამ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში პაბლო კარენო-ბუსტასა (12) და მაქსიმ კრესის შორის გამარჯვებული (151) იქნება.

სხვა სტატიები