Belive

ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის სან დიეგოს ტურნირი პორველ რაუნდში დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი ლორენცო სონეგოსთან 2 სეტში დამარცხდა. მეცში ჩატარებული ურთულესი შეხვედრების შემდეგ, ბასილაშვილმა ძალების აღდგენა ვერ მოახერხა. 29 წლის ჩოგბურთელმა თავისი შეხვედრა იტალიელ მეტოქესთან მარტივად, 3:6; 4:6 დათმო. სონეგომ, რომელიც ნიკოლოზმა ტოკიოს ოლიმპიადაზე დაამარცხა, 12 ეისის შესრულება მოახერხა. ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და საკუთარი ჩაწოდებაც 2-ჯერ წააგო.  

სხვა სტატიები