Belive

მესამე გამარჯვება ჯგუფში - 21-წლამდელებმა ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობეს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად - 1:0 აჯობა.

სკოპიეში გამართული მატჩი დაძაბული და რთული გამოვიდა, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქის გატეხვა მაინც მოახერხა - 54-ე წუთზე გოლის გატანა საბა მამაცაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით შეძლო.

საქართველოს ნაკრებს, მატჩის დასრულებამდე, გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ლუკა გაგნიძესა და გიორგი კვერნაძეს მეკარემ აჯობა.

ამ გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში 5 ტურის შემდეგ, 10 ქულა დააგროვა და ამჟამად, მეორე პოზიციას იკავებს, უახლოეს მდევარ შვედეთთან კი, რომელსაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული, უპირატესობა 3 ქულაა. შემდეგი მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2024 წელს ელოდება, სადაც 26 მარტს, გიბრალტართან სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები