Belive

ფროზინონეს ტექნიკური დირექტორი: "კვერნაძის გამოსყიდვის საკითხი მაისში გადაწყდება"

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ფროზინონეს" ტექნიკურმა დირექტორმა, გუიდო ანჯელოციმ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თავისი გუნდის შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა.

იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი გუნდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი, რომელიც სამხრეთულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, შესაძლოა, სეზონის ბოლოს გამოისყიდონ.

"იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის კონტრაქტების გამოსყიდვის შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ ლიგაში ვითამაშებთ შემდეგ სეზონში. ეს მაისში გვეცოდინება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მთლიანობაში, ზღვარის დაცვა მოგვიწევს", - თქვა გუიდო ანჯელოციმ.

გიორგი კვერნაძე იტალიურ გუნდში ფოთის "კოლხეთიდან" იჯარის წესით 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან სამჯერ სერია A-ში ითამაშა, ხოლო 3-ჯერ იტალიის თასზე. მისი საიჯარო კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს იწურება.

სხვა სტატიები