Belive

მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, 3 ქართული კლუბის მომდევნო მეტოქე ცნობილია.

24 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეებიც ცნობილი გახდა.

  • "დინამო თბილისი" - "ფერენცვაროში"/"შემროკ როვერსის" წყვილში გამარჯვებული
  • "გორის დილა" - "აპოელი"/"ვოივოდინას" წყვილში გამარჯვებული
  • "ქუთაისის ტორპედო" - "ცსკა სოფია"/"სეპსის" წყვილში გამარჯვებული

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10, ხოლო საპასუხო შეხვედრები 17 აგვისტოს გაიმართება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები

"დინამო თბილისი" - "ჰამრუნი"

გორის "დილა" - პოლტავის "ვორსკლა"

ქუთაისის "ტორპედო" - "აქტობე"

სხვა სტატიები