კვარას სადებიუტო გოლი პსჟ-ში ჩემპიონატში თვის საუკეთესოდ დასახელდა
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ს" შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლი ლიგა 1-ის თებერვლის თვის საუკეთესოდ დასახელდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 7 თებერვალს, "მონაკოს" კარში ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში (4:1) დაეხმარა.
🇬🇪 Khvicha Kvaratskhelia remporte le #ButDuMois de février 🏆 !
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) March 14, 2025
👏 გილოცავ 👏 pic.twitter.com/XPBEbZD9U1
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ 13 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო და 4 საგოლე პასი გააკეთა.